გაკვეთილის გეგმა
საგანი
|
მათემატიკა ინტეგრირებული ისტ-თან
|
საგნის მასწავლებელი
|
ციალა დიაკონიძე
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი. მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
11
|
გაკვეთილის თემა
|
ქართული ფული
|
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები
|
მოსწავლემ
უნდა შეძლოს: 1. ეროვნული
ფულის ნიშნების ამოცნობა. 2. გათამაშებულ ვითარებაში ეროვნული ფულის ნიშნების
გამოყენება. 3 . ამოხსნას და შეადგინოს ამოცანები ქართული ფულის ნიშნების გამოყენებით. 4. შეასრულოს შეკრება - გამოკლების, გაორმაგების
და განახევრების ოპერაციები მონეტებისა და ბანკნოტების გამოყენებით.
|
ესგ-თი
გათვალისწინებული შედეგები
|
1.
მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები
100-ის ფარგლებში.
2.
მოსწავლეს შეუძლია
განახევრება- გაორმაგების მოქმედების შესრულება
და მათი დაკავშირება
შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
3.
მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების
ამოხსნისას.
4.
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის
კომპეტენციების გამოყენება.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ფლობენ ზეპირი
და წერილობითი ანგარიშის, მარტივი მათემატიკური ამოცანების
ამოხსნის, მონაცემების შეგროვებისა და ინტერპრეტაციის უნარებს.
შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა როგორც გაზიარების
პროგრამაში, ისე Word-ში და Pover Paint-ში.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გაკვეთილი
მიმდინარეობს „შებრუნებული საკლასო
ოთახის მოდელით“ . მოსწავლეებს წინასწარ ჩატვირთული აქვთ ბუკებში გაკვეთილის ელექტრონული
ვარიანტი, შესაბამისი მითითებებით.
სლაიდების გამოყენებით უნდა
შეასრულონ საშინაო დავალება.
აქტივობა 1. ელექტრონული წიგნის
ნახვა პროექტორის გამოყენებით. საშინაო დავალების
შემოწმება ბუკებში. 6 წთ.
აქტივობა 2. საშინაო დავალების
მსგავსი დავალებების შესრულება სქემებზე. 5 წთ.
აქტივობა 3. მცირე ისტორიის
გაცნობა ეროვნული ვალუტის შესახებ. 5
წთ.
აქტივობა 4. ჯგუფური სამუშაო.
ამოცანების ამოხსნა. 7 წთ
აქტივობა 5. როლური თამაში „მაღაზიობანა“. 10 წთ
აქტივობა 6. შემაჯამებელი ტესტი ბუკის გამოყენებით. 8 წთ.
აქტივობა 7. საშინაო დავალება.
შეფასება- შეჯამება. 2 წთ.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო
გოგიშვილი, ვეფხვაძე „ მათემატიკა
II -კლასი. ელექტრონული გაკვეთილი move maker-ში „ქართული ფული“ . საშინაო დავალება Pover Paint-ში.
სქემები. ტესტი გაზიარების პროგრამით.
ბავშვების მიერ წინასწარ
გამზადებული ბანკნოტები და მონეტები.
პროექტორი, როუტერი, ბუკები.
|
შეფასება
|
მოსწავლეთა აქტივობის გათვალისწინებით --- განმავითარებელი
შეფასება. ტესტი შეფასდება ქულებით.
ჯგუფური სამუშაო ----„ღიმილებით“.
|
რესურსი მოკლე პრეზენტაციისთვის
ფულის ისტორია
ღირებულების საზომი
ერთეულის შემოღების სურვილი
უძველესი დროიდან ჰქონდათ
ადამიანებს. დიდი ხნის წინათ
ღირებულების საზომად შემოიღეს ფული. ფული ლათინური
წარმოშობის სიტყვაა და ნახირს ნიშნავს.
ძველად ხალხი ფულის სანაცვლოდ იყენებდა სხვადაცხვა ნივთებს, მათ შორის
იყო მარილი, კაკაო,
სიმინდი, ძროხის რძე, ზვიგენის
კბილი და ძვირფასი ქვები.
ხალხმა გამოიგონა
ხანგრძლივად მოხმარებადი გაცვლის
საშუალება-- მონეტები.
მონეტა ლითონოს
ფულია. იგი შეიძლება
დამზადდეს რკინისაგან, სპილენძისაგან, ვერცხლისა და ოქროსაგან. მონეტა
პირველად გამოიყენა ჩინელებმა.
მასზე გამოსახული იყო დიდებულები, გმირები, ისტორიული მოვლენები.
ბანკნოტი ანუ ქაღალდის
ფულიც ჩინეთში შეიქმნა.
ლარი ძველი ქართული სიტყვაა და განძს, ქონებას
ნიშნავს. სახელწოდება ლარი , ქართული ფულის ერთეულად ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტ წელს დასახელდა. მიმოქცევაში
შევიდა 1, 2, 5, 10, 20, და 50 თეთრის
და ლარის ღირებულების მონეტები და ბანკნოტები.
ელექტრონული რესურსი რომელიც წინასწარ აქვს ჩატვირთული ბუკში და შეუძლია სახლში რამდენჯერმე ნახონ.
ფოტოები
საშინაო დავალება Pover paint-ში
ფოტოები






No comments:
Post a Comment